ვერის ბაღში, სადაც ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები არიან შეკრებილები, "ტაბულას" ჟურნალისტს ცისია კირვალიძეს, აქციის გაშუქებისას თავს დაესხნენ, ფიზიკურად შეეხნენ და ხელიდან მობილური გააგდებინეს.
ჟურნალისტზე თავდასხვა იმ დროს მოხდა, როდესაც ის აქციას LIVE-ში აშუქებდა. ვიდეოში ჩანს, რომ რადიკალების ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელი ჟურნალისტის მიმართ აგრესიას გამოხატავდა.
ჩვენი ინფორმაციით, ჟურნალისტი გამოკითხვის მიზნით განყოფილებაშია გადაყვანილი.
დამატებითი ინფორმაციის დასადგენად "ფორმულა" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.